07:44 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 17:22:52, 2495 ნახვა

საზოგადოება
კონკურსი „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ დასრულდა - კონკურსის მხარდამჭერია ბაზისბანკი

ბაზისბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ კონკურსი „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ დასრულდა. გამოვლენილია 30 გამარჯვებული მასწავლებელი.

კონკურსი „ფინედუს“ ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა მასწავლებლების მიერ „ფინედუს“ მიწოდებული მასალებითა და ინსტრუქციით მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას. კონკურსის გამარჯვებულებად ჩაითვლებოდა პირველი 30 მასწავლებელი, რომელიც ჩაატარებდა სპეციალურ გაკვეთილს და კონკურსის პირობების დაცვით საჯაროდ გაავრცელებდა პროექტისა და გაკვეთილის შესახებ ინფორმაციას. 

კონკურსი 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს დაანონსდა და ნოემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა.  პროექტში  150-მდე მასწავლებელი ჩაერთო „ფინედუს დესპანის“ მისიით და V-XII კლასის მოსწავლეებთან ინტერაქციული გაკვეთილი პირადი ფინანსებისა და ფულის დაზოგვის თემაზე ჩაატარა. 

1-ელ დეკემბერს გამოვლინდა 30 გამარჯვებული მასწავლებელი.  ყველა მათგანს „სულაკაურის გამომცემლობის“ 50 ლარიანი და გამომცემლობა „ინტელექტის“ 50 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემა, კონკურსის ყველა მონაწილეს კი - „ფინედუს დესპანი“ მასწავლებლის სერტიფიკატი.

“ბაზისბანკი ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ პროექტების აქტიური მხარდამჭერია. წელსაც თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათგან ერთ-ერთი იყო კონკურსი გახდი „ფინედუს დესპანი მასწავლებელი“, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა. ბაზისბანკის მხარდაჭერით მომავალშიც საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლებიც მოზარდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.’’ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics