19:18 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 23:50:38, 20236 ნახვა

კომენტარი
ყაველაშვილი: უფრო მკაცრი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება და ინსტიტუტები საქართველოს მოქალაქეების მიმართ

უფრო მკაცრი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება და ინსტიტუტები საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აწვდიან უცხო ქვეყნებს, -  ასე უპასუხა "ქართული ოცნების" მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უნდა იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მსგავს ქმედებას გაეცეს პასუხი.

„რა თქმა უნდა ეს გამოძიების საგანია და ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. რამდენნი იყვნენ ამ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, როგორ ამუნათებდნენ საკუთარ ქვეყანას, თითქოს აქ რაღაც შავი ხვრელები იყო, რომ ჩვენი საშუალებით რაღაც მიეწოდებოდა ჩრდილოელ მეზობელს და ა.შ. შემდეგ ევროკავშირის, ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ჩამოსული იყვნენ, ეს ყველაფერი უარყვეს და პირიქით, შეაქეს საქართველოს სახელმწიფო, რომ ძალიან გამჭვირვალედ მუშაობდა ამ პროცესში.

 ეს ადამიანები საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებენ სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ტელევიზიებით. აუცილებელია, რომ ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, რომ არ ჰქონდეთ უფლება, დეზინფორმაციით იმოქმედონ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო საზოგადოება მოარული ხმებით.

ეს ხომ ვიცით რატომ ხდება - ვერ დაამტკიცეს, რომ ჩვენ რაიმე სახით ვართ დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან, ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ დაამტკიცეს, რომ რაიმე სახით ჩვენ რაღაცა შავი ხვრელები გვაქვს და ასე შემდეგ. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი გათვითცნობიერებულია ამ ყველაფერში, მაგრამ სახელმწიფო თავის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და გასცეს პასუხი ყველა ამდაგვარ მოვლენას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics