14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 21:37:42, 1305 ნახვა

პოლიტიკა
გომელაურის თქმით, BBC-ის მიერ ნახსენები ნივთიერება წინა მთავრობის დროს შეიძინეს და გამოიყენეს

"ოცნების" შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა იმედს განუცხადა, რომ BBC-ის ფილმში ნახსენებ ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს.

იგი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ნივთიერებას შსს 2012 წლამდე იყენებდა.

„ქრონიკამ“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა - შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ნივთიერებები, რომელზეც BBC-ს სტატიაშია საუბარი, შს სამინისტროს 2012 წლამდე ჰქონდა შეძენილი.

„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია.

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“, - აცხადებს გომელაური.

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია. მათი თქმით, გამოცემის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იარაღების ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა დეპარტამენტში ლაშა შერგელაშვილმა BBC-ს განუცხადა, რომ "ოცნების" პოლიციის მიერ დარბევისას გამოყენებული ნივთიერება იგივე იყო, რომლის ტესტირებაც მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოყენებისთვის სთხოვეს. 

მისი თქმით, ტესტირების დროს გამოყენებული ნივთიერების ეფექტი არ ქრებოდა - "როდესაც წყლით დავიბანეთ სახე შემდეგ კი, წინასწარ მომზადებული სოდითა და სპეციალური ხსნარით, მაინც ვერ ვსუნთქავდით თავისუფლად" - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ წყლის ჭავლის მანქანები, სულ მცირე, 2022 წლამდე, სანამ ის სამსახურს დატოვებდა, ამ ნაერთით იტვირთებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics