14:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 11:29:32, 1349 ნახვა

პოლიტიკა
ოცნებამ პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით - გამჭირვალობა

"საერთაშორისო გამჭირვალობა"  პარლამენტის მიერ 2024 წლის 25 ნოემბრიდან 2025 წლის 21 ოქტომბრამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში ეფუძნება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსა და საჯარო წყაროებს. ორგანიზაცია რამდენიმე ძირითად მიგნებას უსვამს ხაზს.

„ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით, კერძოდ:

სხდომა პრეზიდენტს არ მოუწვევია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას გააჩნდა; 2. პარლამენტმა ცნო თავისი წევრების უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, რომ ამ წევრების არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული, რაც პარლამენტს ართმევდა იურიდიულ შესაძლებლობას ეცნო ახლადარჩეული წევრების უფლებამოსილება.

“ქართული ოცნების” პარლამენტი უფლებამოსილების ცნობისთვის შეიკრიბა 2024 წლის 25 ნოემბერს. საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობა და შესაბამისად 150 წევრის არჩევის კანონიერება.

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი. ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს  პარლამენტს, რომ არ მომხდარიყო უფლებამოსილების ცნობა.

უნდა აღნიშნოს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ოდირის შეფასების მიხედვით, „ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიამ აღნუსხა ამომრჩეველზე ზეწოლის მრავალი ფორმა, მათ შორის, დაშინება, იძულება და მოსყიდვა. ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად აფერხებდა ამომრჩეველთა შესაძლებლობას, გადაწყვეტილება თავისუფლად და შიშის გარეშე მიეღოთ. განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ადგილობრივ აქტივისტებზე, ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე და საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, რაც მათ არჩევანის თავისუფლებას საგრძნობლად ზღუდავდა.” არჩევნები არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო სასამართლოებში ასეულობით სარჩელი წარადგინეს ცალკეულ უბნებსა და ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით.  არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოსახლეობაში დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

როგორც ცნობილია, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მანდატები ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო, რომელთაგან სამმა უარი თქვა მანდატებზე და პარლამენტიდან გავიდა, ხოლო, ერთი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ფორმალურად კი ინარჩუნებდა პარლამენტის მანდატებს, მაგრამ  არ მონაწილეობდა საქმიანობაში. მოგვიანებით, 2025 წლის ოქტომბერში, მათ დაარღვიეს ოპოზიციის ერთიანი მიდგომა და შეუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, რამაც მათ მიმართ პარლამენტის გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

პარტია “გახარია-საქართველოსთვის” პარლამენტში შესვლამდე „ქართულმა ოცნებამ“ ხელოვნურად შექმნა ე.წ. „ოპოზიცია“, კერძოდ უმრავლესობიდან გაიყვანა რამდენიმე, თავისი სიით პარლამენტში გასული დეპუტატი, რომლებსაც შეაქმნევინა ერთი ფსევდოოპოზიციური ფრაქცია „ხალხის ძალა“ და ერთიც ასევე ფსევდოოპოზიციური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“.

2024 წელს პირველად მოხდა ახალი წესით პრეზიდენტის არჩევა. 2024 წლის 14 დეკემბერს  პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. კენჭისყრის პროცედურაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. - წერია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics