|
2025-12-01 11:36:53, 1699 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს
ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განათლების რეფორმაზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს დამტკიცდება მისი კონცეფცია. ის კვლავ ამბობს, რომ განათლების რეფორმას "განსაკუთრებული მნიშვნელობა" უნდა მიენიჭოს. "ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ისეთი საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად და უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმას ჩვენ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს. ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა, იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი. ამდენად, ყველა თვალსაზრისით ენიჭება ამ რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების განტმკიცების თვალსაზრისითაც", - ამბობს ის. ოცნების პრემიერმა ასევე განმარტა, თუ რას მოიცავს მათ მიერ შემუშავებული რეფორმის კონცეფცია: "კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ კომპონენტს, მიმართულებას – ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტები, სასწავლო პროგრამების განვითარება, სახელმძღვანელოების განვითარება, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება თბილისსა და რუსთავს შორის, ასევე ქუთაისში", - თქვა მან.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)