|
2025-11-28 20:54:58, 2946 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე
რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე, რომელიც ყველა მონაცემით არის კლასიკური ნიშანი სისუსტის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საუბრობს, რომელიც ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობაშ მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ოცნების" ხელისუფლება ადრე თუ გვიან აუცილებლად დამარცდება. „განვლილმა ერთმა წელმა მოგვცა მთავარი, რომ ჩვენ ჩვენი თავის გვჯერა, ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ეს ხალხი ერთი წლის მერე ამ რაოდენობით გამოდის, იმის მიუხედავად თუ რა ისტერიული რეპრესიები ჩატარდა, მაინც დგას, მაინც გამოდის, მაინც არის ლაღი და იმედიანად მომავლისკენ მიმართული. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის განცხადებით, არ არსებობს გეგმა, რადგან არავის გამოუგონებია როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად. „გეგმებზე მე არასოდეს არ ვლაპარაკობ. არ არსებობს, არავის გამოუგონია გეგმა, როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად. ეს დამარცხებაც მოვა, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ იცის, როგორ, არავინ არ იცის როდის, მაგრამ ყველა ვგრძნობთ, რომ დამოკიდებულია სწორედ ამ განწყობაზე, ამ შემართებაზე და ამ უზარმაზარ ძალაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)