|
2025-11-28 20:37:55, 2461 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობა იმართება - ვიდეო
თბილისში საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს. ხალხის მსვლელობა ჭავაჭავაძის გამზირიდან და კოსტავას ქუჩიდან დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მოქალაქეები კვე 365 დღეა ქუჩაში ქვეყნის რუსეთისკენ შეცვლილ კურსს აპოტესტებენ. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთანაც იკრიბებიან. მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც თბილისისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მარშით დაძრულ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან, შემდეგ კი ერთად პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები. ასევე, აქტივისტები და მოქალაქეები. 28 ნოემბერს ერთი წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)