16:07 - 09 Apr, 2026
|
2025-11-28 20:34:52, 2500 ნახვა
პოლიტიკა
მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა
ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი საქართველოში უწყვეტი პროტესტის წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო პუტინის "ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა" და ქართული ოცნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მხარი უნდა დაუჭირონ. ამის შესახებ მაკკლირი X-ზე წერს. "ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს ქართული ოცნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. საქართველო ვლადიმირ პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა. მათი დემოკრატია და ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა. ერთი წლის გასვლის შემდეგ ქართველებმა ზეწოლა უნდა განაგრძონ და თავიანთი მომავლისთვის იბრძოლონ". - წერს მაკკლირი. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გასული წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, რასაც ერთწლიანი უწყვეტი სახალხო პროტესტი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)