16:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 18:35:46, 1173 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის პატიმრების ოჯახები: 28 ნოემბერს დაგვიდექით გვერდში, რომ შევძლოთ მათი გათავისუფლება

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ უწყვეტი პროტესტის 1 წლისთავთან დაკავშირებულ აქციას.

28 ნოემბერს მოქალაქეები 19 საათზე იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და მარშით გაემართებიან პარლამენტისკენ.

"28 ნოემბერი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ბნელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში იმდენად, რამდენადაც ამ დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების თვითმარქვია პრემიერმინისტრმა გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო წყვეტს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან 2028 წლამდე. ამას მოჰყვა საერთო სახალხო მღელვარება, გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში, სახალხო აჯანყება ფაქტობრივად შედგა, მაგრამ ამ სიტუაციას დაუპირისპირდა ხელისუფლება თავისი დარბევებით, დაპატიმრებებით, რეპრესიებით, ადამიანების სისტემური წამებით. მთელი 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვდგავართ ქუჩაში და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და ჩვენი შვილების, სინდისის პატიმრების თავისუფლებისათვის.

მოგიწოდებთ ყველას, 2025 წლის 28 ნოემბერს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. მასობრივი ხასიათი რომ ჰქონდეს ამ შეკრებას, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, რომ შემდგომ პროტესტით და მარშით გავემართოთ რუსთაველის გამზირისაკენ. ძალიან გთხოვთ, მთელ საზოგადოებას, მთელ საქართველოს მოგიწოდებთ, ჩვენ ვართ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და გვინდა დაგვიდგეთ გვერდში იმისათვის, რომ შევძლოთ საქართველოში არსებული უამრავი პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური ტყვის გათავისუფლება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ გამარჯვებას, ვიდრე არ იქნება შეუქცევადი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვიდრე არ იქნება გარანტირებული ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა." - თქვა რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურა ცეცხლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics