|
2016-03-25 16:59:55, 1428 ნახვა
კომენტარი
ნოდარ ებანოიძე: უნდა მოხდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა ისე, რომ ბიზნესსაც აზრი ჰქონდეს
ფრაქცია “ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრ ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების რეგულაცია საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია. დეპუტატის განმარტებით, ონლაინსესხების აკრძალვების შესებ საუბარი, არასერიოზულია. მისი თქმით, უნდა მოხდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა ისე, რომ ბიზნესსაც აზრი ჰქონდეს. მისივე თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გარკვეულწილად, არსებობს რეგულაციები, თუმცა - ძალიან სუსტი, რომელიც მიკროაფინანსო ორგანიზაციებს განვითარების საშუალებას არ ძლევს. „მე მქონდა ონლაინ სესხების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და მათი ასოციაციების დაწარმომადგენლებთან შეხვედრაა, ასევე, შევხვდით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს, როდესაც ვთხოვეთ საექპერტო დახმარება გაეწიათ ამ კუთხით. საჭირო არ არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და გათვლა: ერთი რომ არ დაზარალდეს მომხმარებელი და მეორე მხარეა, რომ ეს ბიზნესია. ჩვენ უნდა დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები ისე რომ ბიზნესსაც აზრი ჰქონდეს. ლაპარაკი რომ ონლაინსესხი ავკრძალოთ, არასერიოზულია“,- განაცხადა ებანოიძემ. დეპუტატის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი მზად არის, გაიმართოს აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა, თუმცა რაიმე პროდუქტი თუ იცინიატივა ჯერ არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)