17:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-23 23:00:20, 1087 ნახვა

პოლიტიკა
საგამოძიებო უწყებები, შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრით, ალექსანდრე ჭიკაიძითაც დაინტერესდნენ - formula

საგამოძიებო უწყებები, შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრით, ალექსანდრე ჭიკაიძითაც დაინტერესდნენ | ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს: "ოცნების კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაძლოა, ჭიკაიძესაც შეეხოს.

ტელევიზიის ინფორმაციით, ღარიბაშვილის კახური კლანის წევრს საგამოძიებო უწყებები განმარტებებს სავარაუდოდ ამ მიმართულებით მოსთხოვენ... წყაროს ცნობით, მას მინიმუმ დაკითხვებზე სიარული მოუწევს". მათივე ცნობით, საქმე ეხება შს მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ჭიკაიძის მიერ საკუთარ სახელზე გაფორმებულ თითქმის მილიონიან ქონებას, რომელთა შორისაა საცხოვრებელი სახლები და წილები სხვადასხვა კომპანიაში.

ტელეკომპანია არ გამორიცხავს იმასაც, რომ ჭიკაიძემ ქვეყანა დატოვა, თუმცა მის ერთ-ერთ კომპანიაში "ფორმულას" ჟურნალისტს უთხრეს, რომ ის ოფისში პერიოდულად დადის ხოლმე

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 2013 წლის 20 ნო­ემ­ბრი­დან 2015 წლის 23 იან­ვრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და; შემ­დეგ იგი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა საბ­ჭო 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­უქ­მდა; 2018 წლის იან­ვრი­დან ჭი­კა­ი­ძე ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics