17:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-21 19:51:36, 1021 ნახვა

პოლიტიკა
ლუკა ძაძამიას საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

საკრებულოს სხდომაზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტაზე 21 ნოემბერს ისმჯელეს.

გუშინ, 20 ნოემბერს, TV პირველმა გაავრცელა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა.

ძაძამიას თქმით, თავად მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით.

"მივიღე გადაწყვეტილება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი სწრაფვა და მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, ამ მიზნის მიღწევისთვსი და განხორციელებისთვის მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ პერიოდში ვიყავი არაერთი თავდასხმის ადრესატი, რომლის მთავარი ფუძემდებლები მათ შორის თქვენი მედია საშუალებებიც იყვნენ.  საქმიანობას გავაგრძელებ ახალი სტატუსით ჩემი პირადი რესურსით ვუზრუნველვყოფ ხსენებული მიზნების მიღწევას, რაც გამოიხატება ჩვენი თანამოქალაქეების ზრუნვასა და უკეთესი მომავლის შექმნაში.

დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, როცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, საზოგადოება შესაბამის ინფორმაციას მიიღებს. 

მიუხედავად იმის, რომ ადრეულ ასაკში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რასაც ბუნებრივია, შემდგომ რადიკალური ჯგუფებისგან მოყვა პიროვნულად ჩემზე და ჩემ ძვირფას ადამიანებს თავდასხმები და მათი დისკრედიტაციის მცდელობები, ჩემი შეხედულებები და პოზიცია არცერთ მხრივ არ შეცვლილა ვრჩები როგორც ჩემი გუნდის, ასევე სამშობლოს ერთგული და მაქსიმალურად, ჩემი პირადი რესურსით ვეცდები, რომ ამ ღირებულებების დაცვის და მათი კეთილდღეობისთვის, ყველა საჭირო ღონისძება განვახორციელო". - უთხრა TV ძაძამიამ.

პრესსამსახურის ცნობით, მედიის კითხვას, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში აქციებში მის მონაწილეობას, კალაძემ თქვა, რომ "შეუცდომელი არავინაა" და მის მიმართ ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან პრეტენზიები არ ყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics