2025-11-21 13:57:39, 585 ნახვა
პოლიტიკა
აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,