2025-11-19 22:57:18, 759 ნახვა
პოლიტიკა
დღევანდელ საპროტესტო მარშზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა
სინდისის პატიმარ მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ადასტურებს შსს-ც.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ აკავებს პოლიცია, ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეებს.
დღეს პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა - მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ მათე დევიძე დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,