|
2025-11-19 15:35:34, 622 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფლების მოედანი" პარტიად დარეგისტრირდა
საჯარო რეესტრმა პარტია თავისუფლების მოედანი დაარეგისტრირა. პოლიტიკურმა მოძრაობამ 8 მარტს დამფუძნებელი ყრილობა ჩაატარა, რომელზეც პარტიად ჩამოყალიბდა. თავისუფლების მოედანმა დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს მიმართა, 10 თვის შემდეგ კი რეესტრმა პარტიად დაარეგისტრირა. "პარტიის რეგისტრაციის გზაზე მრავალი პრობლემა შეგვექმნა, ზოგი მოსალოდნელი, ზოგი სრულიად მოულოდნელი, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილი გვქონდა, ეს ბრძოლაც აუცილებლად ბოლომდე მიგვეყვანა. ათასგვარი ბიუროკრატიული ხრიკი და წინაღობა დავძლიეთ. თანაც, აუცილებლად გვინდოდა ისეთი წესდება და პროცედურები გვქონოდა, რომლებიც საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ. ამ ბრძოლამ გამოიღო თავისი შედეგი, ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა უკვე არსებული რეალობა: თავისუფლების მოედანი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა. ხვალ რას მოიფიქრებს იგივე რეჟიმი, არავინ იცის, რადგანაც ის ახალი პარტიების სამომავლოდ აკრძალვასაც კი გვპირდება, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბრძოლა ყველგან საჭიროა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს - მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდით. მადლობა ჩვენს დაუღალავ გუნდს და ჯიუტ მებრძოლებს". - დაწერა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ. 8 მარტს ყრილობამ თავმჯდომარედ ლევან ცუცქირიძე აირჩია. ეროვნული საბჭოს წევრებად ყრილობამ აირჩია: ლევან ცუცქირიძე, ბაკურ კვაშილავა, აზა გაბუნია, დავით გზირიშვილი, რევაზ აფხაზავა, ირინე კურტანიძე, ლაშა უჩავა, ლევან შატბერაშვილი, ლია მელთაური, მიხეილ მუმლაძე, ნათია ხარატი, სიმონ ჯანაშია, გიორგი შაიშმელაშვილი, ნატო სლეპაკოვა, მათე ჩაფიჩაძე, არჩილ მჭედლიშვილი, თამთა ჯოლოხავა, შენგელი ტოხოსაშვილი, არჩილ ჟორჟოლიანი, ირაკლი ქობალია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)