20:35 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-19 11:09:01, 662 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას, სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი)  უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც 1,000 ლარიანი პრიზები მიიღეს.

კამპანია 20 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მობილბანკში გზავნილის განაღდებით  ყოველდღიურად 1,000₾, ხოლო კამპანიის ბოლოს სუპერპრიზი - 10,000₾ მოიგონ. 

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

კამპანიაში ჩართვა მარტივია:

  • უნდა იყოთ საქართველოს ბანკის მომხმარებელი;
  • გაუგზავნოთ გზავნილი საკუთარ თავს;
  • გაანაღდოთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში ან ინტერნეტბანკში;
  • ამით გათამაშებაში ავტომატურად ერთვებით.

ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ SOLO და Wealth Management (WM) მომხმარებლები.

როგორ გროვდება გათამაშების ბილეთები?

ყოველი მიღებული 150 ლარი (ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში) გათამაშების ერთი ბილეთია. ბილეთები კი ავტომატურად გროვდება.

მაგალითად, თუ გზავნილით 600 ლარს მიიღებთ და გაანაღდებთ, გათამაშების 4 ბილეთს დააგროვებთ.

რა შეგიძლიათ მოიგოთ?

  • ყოველდღე თამაშდება 1,000 ლარი

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყოველდღიური 1,000 ლარის მოგების შანსი გეძლევათ მხოლოდ იმ დღეს, როცა გზავნილს გაანაღდებთ. მაგალითად, ორშაბათს განაღდებული თანხა და მიღებული ბილეთი მხოლოდ ორშაბათის გათამაშებაში მონაწილეობს.

  • 20 დეკემბერს კი გათამაშდება მთავარი პრიზი - 10,000 ლარი.

ამ ეტაპზე თქვენს მიერ დაგროვებული ყველა ბილეთი გააქტიურდება, რაც მოგების შანსს მაქსიმალურად ზრდის;

  • კამპანიის ფარგლებში შეგიძლიათ ერთხელ მოიგოთ ყოველდღიური პრიზი - 1,000 ლარი და ერთხელ სუპერპრიზი - 10,000 ლარი.

რატომ სჯობს გზავნილის განაღდება მობილბანკით?

მობილბანკით გზავნილის განაღდება ყოველთვის უფრო კომფორტული და მარტივია.

გზავნილის კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ბმულზე იპოვით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics