|
2025-11-18 10:25:31, 745 ნახვა
პოლიტიკა
მადლობა უპატივცემულო განცხადებებისთვის - უკრაინა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი უკრაინის მხრიდან “უმადურობის” შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა და “მადლობა” გადაუხადა “უპატივცემულო განცხადებებისთვის.” “მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვისა და მათთვის თავის არიდებაში საერთო აგრესორის დახმარებისთვის, საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გეზის ცვლილებისთვის რუსული უღელისკენ, უკრაინის მიმართ მუდმივი უპატივცემულო განცხადებებისთვის”. – თქვა ტიხიმ. მანამდე პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა, უკრაინის ხელისუფლება “უმადურობაში” დაადანაშაულა და უკრაინელ ხალხს უსურვა, რომ “ღირსეული ხელისუფლება” ჰყავდეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)