|
2025-11-18 09:38:27, 686 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო გადაყვანის შესახებ - შანსი არ არსებობს
ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა უკრაინული მხარის მოწოდებებს უპასუხა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მათთვის გადაცემის ან მესამე ქვეყანაში გადაყვანის შესახებ. სააკაშვილის ექსტრადიციის შანსი არ არსებობს, განაცხადა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ეთერში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებისას. „აქაც ყველაფერი აშკარაა - როგორი კეთილსინდისიერებაა, როდესაც კონკრეტული ადამიანები საუბრობენ. როდესაც ასეთი ადამიანები სააკაშვილის გადაცემაზე გვეუბნებიან, რა თქმა უნდა, ასეთ ცნობებს სერიოზულად ვერ აღვიქვამთ“, - განაცხადა ოცნების პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა, ტელეარხ „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაცემის საკითხი აქტიურად განიხილება. „რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის დაყვანის შესაძლებლობას, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, - თქვა პოდოლიაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)