20:35 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-17 14:26:50, 619 ნახვა

ეკონომიკა
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად ზედიზედ უკვე მერვედ დაასახელა. ბანკმა ჯილდო შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

საქართველოში სავალუტო ტრანზაქციების ბაზარი წლიდან წლამდე მზარდია, თიბისი კი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ბაზრის განვითარებისა და კლიენტების საჭიროებების გათვალისწინებით, ბანკი მომხმარებლებს მათზე მორგებულ ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს.

“Global Finance-ის ჯილდო თიბისისა და ჩვენი ხაზინის გუნდის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ამ ნომინაციაში გამარჯვება კიდევ უფრო ამყარებს ბანკის წამყვან პოზიციას ბაზარზე და კლიენტების ნდობას, რომლებიც სავალუტო ტრანზაქციებისთვის სწორედ თიბისის ირჩევენ. ამ ნდობას ჩვენც შესაბამისად ვპასუხობთ და ვცდილობთ, მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება უფრო კომფორტული სერვისების შევთავაზებით, რაც უზრუნველყოფს პროცესების უსაფრთხოებას და ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებული რისკების თავიდან არიდებას”,- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„სავალუტო სერვისები სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ბანკებისა და მსხვილი კორპორაციების ძირითადი და სტრატეგიული ბიზნესი. თუმცა, სექტორში კვლავ მკვეთრი მერყეობებია, რაც განპირობებულია გეოპოლიტიკური დაძაბულობით, საპროცენტო განაკვეთების ხშირი ცვლითა და სტაბილურ ვალუტებზე ზეწოლით. წელს საუკეთესო სავალუტო სერვისების მიმწოდებლის ჯილდო იმ ინსტიტუტებს გადავეცით, რომლებიც ინარჩუნებენ ლიდერობას და აგრძელებენ ინოვაციების დანერგვას კონკურენტულ გარემოში”,- ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics