|
2025-11-17 12:44:19, 489 ნახვა
პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვიილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ორივე სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდება და მათი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. "ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. [...] [პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის] ფუნქციები, ასევე სრული ფუნქციებით გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს , როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს, როგორც დამოუკიდებელი ორგანო აუდიტის სამსახური სარგებლობს უნსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან", - თქვა მან ბრიფინგზე. ამასთან, მან თქვა, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში. "ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)