|
2025-11-17 10:58:22, 1106 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკთან პარტნიორობით „ომნია ისნის“ მე-15 ბლოკი შენდება
ბაზისბანკი განაგრძობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, დეველოპერული კომპანია ომნია საქართველო, ახალი დეველოპერული პროექტის - ომნია ისნის მე-15 ბლოკის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4.3 მილიონი აშშ დოლარია, ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 3.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ომნია საქართველოს მთავარი ორიენტირი ინოვაციურობა, მშენებლობის უმაღლესი ხარისხი და ბედნიერი მაცხოვრებელია. ომნია პირველი მასშტაბური პროექტია ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 116-ში მდებარეობს, რომელიც 82,700 კვ.მ.-ზე გაშენებული, თვისობრივად ახალი საცხოვრებელი უბანია. ტერიტორია 16 საცხოვრებელ კომპლექსს, საბავშვო ბაღსა და მრავალფუნქციურ შენობებს ერთმანეთთან 60,000 კვ.მ. რეკრეაციული, მწვანე სივრცით აკავშირებს. უბნის მაცხოვრებლებისთვის გათვალისწინებულია 1,500-მდე საპარკინგე ადგილი, უსაფრთხოების სერვისი და კონსიერჟის მომსახურება. მშენებლობა 2 ეტაპად დასრულდება და უბანი სრულად 8 წელში გაშენდება. მე-15 ბლოკის მშენებლობა 2027 წლის ივლისში დასრულდება და მომავალ მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდიციაში ჩაბარდება. ბინების მინიმალური ფართი 58კვ.მ.-დან იწყება. ომნია ისნის ევროპული ხარისხით აშენებულ მწვანე სამეზობლოში, ყველაფერია ჰარმონიული და კომფორტული ცხოვრების შესაქმნელად. მე-15 ბლოკში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ. პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)