11:24 - 21 Aug, 2026
|
2025-11-17 09:38:49, 1019 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 3, დაშავდა 10 ადამიანი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 17 ნოემბრის ღამეს ხარკივის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენლის ვიტალი კარაბანოვის თანახმად, იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. "დაშავებულთაგან ცხრა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ამბულატორიულ მკურნალობას გადის. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს", - ამბობს ის. რუსეთმა ორი სარაკეტო დარტყმა ქალაქ ბალაკლიის ცენტრში მდებარე ორ საცხოვრებელ შენობაზე მიიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)