16:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 14:11:29, 884 ნახვა

მსოფლიო
ქალაქ პალმირში ოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 40 მებრძოლი გარდაიცვალა

"ისლამურმა სახელმწიფომ" ანტიკურ ქალაქ პალმირში 40 მებრძოლი სირიელ სამხედროებთან შეტაკებისას დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ბოევიკებმა ჯარის გაყვანა პალმირის ტერიტორიიდან მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბევრმა მოკავშირემ ქალაქი ოჯახებთან ერთად დატოვა.

სირიის სამხედრო ძალები "ისლამურ სახელმწიფოს" მებრძოლეებზე შეტევას განაგრძობენ და ქალაქ პალმირის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში დევნიან.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად "ისლამურმი სახელმწიფოს" 40 მებრძოლი გარდაიცვალა. ამავდროულად, სამთავრობო ძალებმა ქალაქის სამხრეთ შესასვლელთან სასტუმროების კვარტალი დაიკავეს. სირიელ სამხედროებს ქალაქის ცენტრში შესაღწევად 1 კილომეტრზე ნაკლები მანძილის გავლა სჭრიდებათ.

აღსანიშნავია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც სირიელმა სამხედროებმა განახორციელეს, ორ შტაბზე განხორციელდა, აგრეთვე დარტყმები ქალაქის ცენტრშ მდებარე ყაზარმებზეც მოხდა, რამაც ბრძოლის შედეგი გადაწყვიტა.

"მტერი ქალაქიდან სხვადასხვა გასასვლელებს ნაღმავს. ისინი გარბიან. როგორც ჩანს, ტერორისტები ბრძოლას არ აპირებენ", - განაცხადა ერთ-ერთმა სირიელმა ოფიცერმა, რომელიც ოპერაციაში უშუალოდ იღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც "ისლამურმა სახელმწიფომ" პალმირა აიღეს, ქალაქი სირიის სამთავრობო ძალების ავიაციის სამიზნე გახდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მებრძოლეებმა ასობით ადამიანი მოკლეს, მათ შორის ბავშვებიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics