15:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-16 11:01:28, 720 ნახვა

მსოფლიო
Z თაობის მიერ გამართული დიდი მიტინგი მეხიკოში, სადაც ნარკოკარტელის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას ითხოვენ

შაბათს, მექსიკის დედაქალაქში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ძალადობრივ დანაშაულსა და პრეზიდენტ კლაუდია შაინბაუმის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მსვლელობები, რომლებიც ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მისი მთავრობის მოწინააღმდეგე მემარჯვენე პოლიტიკოსების მიერ იყო დაფინანსებული.

დედაქალაქში გამართული მიტინგი Z თაობის ახალგაზრდულმა ჯგუფებმა ორგანიზება გაუწიეს და მას მხარი დაუჭირეს მოქალაქეებმა, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ურუაპანის მერის, კარლოს მანსოს, ბოლო დროს მკვლელობას აპროტესტებდნენ, რომელმაც კარტელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება მოითხოვა.

მომიტინგეებმა ეროვნული სასახლის, სადაც შაინბაუმი ცხოვრობს, დამცავი ბარიერის ნაწილი დაშალეს. კომპლექსის დამცველმა პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მეხიკო სიტის უსაფრთხოების უფროსმა, პაბლო ვასკესმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ 20 ადამიანი დააკავა ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა ძარცვა და თავდასხმა.

მომიტინგეებმა პლაკატები აფრიალეს წარწერით „ჩვენ ყველანი კარლოს მანსო ვართ“, ზოგი კი მის პატივსაცემად კოვბოის ქუდებს ატარებდა.

მანსო 1 ნოემბერს მოკლეს, როდესაც მიცვალებულთა დღის ფესტივალს ესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics