|
2025-11-14 17:02:29, 951 ნახვა
საზოგადოება
სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების შემოსავალი გაორმაგდა
სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების შემოსავალი, მათ შორის რეკლამის სახით, ზოგ შემთხვევაში ორჯერ გაიზარდა - ამის შესახებ ნათქვამია "კომკომის" ანგარიშში. მათი ინფორმაციით, სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის III კვარტალში კვლავ „ტელეიმედს" ჰქონდა, რომლის შემოსავალიც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 14.4 მილიონი ლარი შეადგინა. 4.6 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2"-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და ჯამურად 6.7 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს შემოსავალიც და 2.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება „პოსტვ"-ის, მისი შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 73.6%-ით გაიზარდა და 31.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში კი, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 85%-ით გაიზარდა და 29.5 მილიონი ლარი შეადგინა.
ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის III კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 88.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 6.7% - სპონსორობამ, ხოლო 4.6% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა. ასევე, 0.1 მილიონი ლარით გაიზარდა „ტელეკომპანია პირველის" კომერციული სარეკლამო შემოსავალი, რომელიც 2025 წლის III კვარტალში 1.3 მილიონი ლარი იყო. 1 მილიონ ლარს გაუტოლდა „ბი ემ ჯი"-ს შემოსავალი, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით მეტია. უცვლელი დარჩა ტელეკომპანია „ფორმულას" კომერციული შემოსავალი, რომელმაც 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „პალიტრანიუსს", მისი შემოსავალი ორჯერ გაიზარდა და 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით შემცირდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" შემოსავალი, რომელიც მიმდინარე წლის III კვარტალში 0.2 მილიონ ლარს გაუტოლდა. „სილქნეტის" შემთხვევაში კი კომერციული შემოსავალი არ შეცვლილა და კვლავ 0.2 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, რადიოების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 12%-ით შემცირდა და 2025 წლის III კვარტალში 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 88.5% პირდაპირ რეკლამას, ხოლო 11.2% სპონსორობას ეკავა.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)