|
2025-11-13 10:03:55, 972 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის რეჟიმმა პასპორტების გაცემა გაამარტივა
რუსეთის მთავრობამ გაამარტივა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრები ორმაგი მოქალაქეებისთვის შიდა რუსული პასპორტების გაცემის პროცესი. შესაბამისი დადგენილება ხელმოწერილია მას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს აღარ სჭირდებათ რუსეთში შესვლა პირველად რუსული პასპორტის მისაღებად ან მისი განახლებისთვის. რესპუბლიკებში განლაგდებიან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დროებითი ჯგუფები, რომლებიც მოაგვარებენ რუსული პასპორტების გაცემასთან ან განახლებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. რუსული მედია წერს, რომ ეს დადგენილება აუცილებელია ორი პრეზიდენტის დადგენილების დებულებების აღსასრულებლად, რომლებიც ეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას და მათთვის რუსული პასპორტების გაცემის სპეციფიკას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)