|
2025-11-12 17:30:41, 779 ნახვა
საზოგადოება
თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს — ინფორმაციას „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. მაშველების ინფორმაციით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სულ 19 დაღუპულია, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს მოხდა - თურქული სამხედრო თვითმფრინავი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა. წინასწარი ცნობით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა. შემთხვევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაიწყო, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, შედეგად — ადამიანის სიცოცხლის მოსპობით.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)