16:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 13:17:35, 1012 ნახვა

მსოფლიო
ფრანგულმა პოლიციამ კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთა

ფრანგულმა პოლიციამ პარიზის მახლობლად ქალაქ არჟანტეში კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთა, - ამის შესახებ ფრანგული მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე ბერნარ კაზნევზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, შენობიდან, რომელშიც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 1 პირი დააკავეს, ყველა ადამიანი ევაკუირებულია.

"ტერაქტის მცდელობა ჩვენი სამართალდამცველების მიერ აღიკვეთა. ქალაქ არჟანტეში ამ დრომდე სპეცოპერაცია და სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობა უკვე ავაკუირებულია", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ტერაქტის აღკვეთა გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქეა.

მინისტრის თქმით, ჯერ უცნობია იყო თუ არა აღკვეთილი ტერაქტი პარიზში და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიის გაგრძელება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics