22:30 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 11:25:19, 650 ნახვა

ეკონომიკა
Vintylator - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

სტილი, რომელიც ოდესღაც წარსულს ჩაბარდა, დროთა განმავლობაში ისევ ხდება ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვის სიმბოლო.

თუმცა, სანამ ვინტაჟური მაღაზიები  ჩვენთან ტრენდულად იქცეოდა, ქართველები მას, “ძონძებად” მოვიხსენoებდით, მეორეული ტანსაცმლის შეძენა კი ბნელ 90-იან გამოვლილებისთვის უხერხულობასთან იყო დაკავშირებული.

სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა იყო შოკო ჩაჩუას  მისია, როდესაც 2018 წელს  ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. მოდა იმდენად არა, რამდენადაც განსხვავებულად ჩაცმა ბავშვობიდანვე უყვარდა

კონცეფცია ზუსტად გააზრებული არ ჰქონდა, თუმცა  დანამდვილებით  სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მეორეული სამოსითვის ახალი სიცოცხლის ჩუქება, არა მხოლოდ სიდუხჭირის ან ფასის ეკონომიის გამო ღირს, არამედ ეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების არჩევანია.  მეგობარმა, ქალაქში ცნობილმა  გრაფიტ-არტისტმა, გამეზამ ბრენდის სახელიც “აჩუქა” და ასე “დაუბერა ვინტილატორმა”.

„ჩვენ მწვანე მომავლისკენ ,,ვუბერავთ’’. ეს არის მოძრაობა, რომელშიც დიდ რესურსს ვდებთ.  ნარჩენების დამუშავების, გარემოზე ზრუნვის და სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებს დაეფუძნა ჩვენი ბრენდი“,- გვიყვება შოკო, რომლისთვისაც კომფორტულია ,,ვინტილატორის’’ შემქმნელი დავუძახოთ, ვიდრე დამფუძნებელი.

2018 წლიდან დღემდე მან არა მხოლოდ ბრენდი შექმნა, ცნობიერების ამაღლების ვორქშოფების მთელი სერიაც ჩაატარა. თუ  ,,ვინტილატორის’’ სოციალურ  ქსელებს ეწვევით, ნახავთ, რომ  ნივთების გაყიდვაზე მეტად ფოკუსი სწრაფი მოდის მავნებლობაზე კეთდება.

ტანსაცმლის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ინდუსტრიაა მსოფლიოში: მას სჭირდება უზარმაზარი წყლის რესურსი, ქიმიკატები და ქმნის მილიონობით ტონა ნარჩენს. მოძრაობა სწრაფი მოდის წინააღმდეგ დღითიდღე ძლიერდება.

„მეორეულ ტანსაცმელს GEN Z უფრო შეგნებულად და გააზრებულად ყიდულობს, ამით ინდივიდუალურობასაც უსვამს ხაზს. ჩემ გარშემო უფრო მეტი და მეტი ადამიანი ანიჭებს პრიორიტეტს ძველ სამოსს ახალი სიცოცხლე აჩუქოს“,- გვიყვება შოკო და თან ფოთში, სკოლის  მოსწავლეებთან შეხვედრის ემოციებს გვიზიარებს.

პარალელურ მისიად ბაზრის განვითარება დაისახეს. თანამშრომლებსაც დაეხმარნენ კონცეფციის მოფიქრებაში, რათა საკუთარი ვინტაჟური მაღაზიები გაეხსნათ. მათი რიცხვი უკვე 15-მდეა. ასე იქცა 17 კვ.მ-ში დაწყებული საქმიანობა მწვანე მოძრაობად და 2025 წლის თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა,  მწვანე ინიციატივების ხელშეწყობის ნომინაციაში.  

მალე ,,ვინტილატორის’’ახალი, მულტიმედიური ვებ-გვერდი ჩაეშვება, სადაც ადამიანები მრავალ საინტერესო ინფორმაციას და  სასარგებლო რჩევებს გაეცნობიან.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics