2025-11-11 17:14:43, 913 ნახვა
პოლიტიკა
ფორმულას ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია თანამშრომლებს დღეს თათბირზე მიაწოდეს.
კუპრაშვილი რამდენიმე დღეა საზოგადოებაში არ გამოჩენილა. მისი ბოლო განცხადება მედიასთან შეეხებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფაქტს, რაც თავად კუპრაშვილმა დაადასტურა.
რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად 2023 წელს დაინიშნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,