|
2025-11-10 14:08:22, 854 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული
თბილისის მერი კახა კალაძე კვლავ თავს ესხმის EU-ს და ამბობს, რომ "დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული". ეს მან საქართველო-EU-ის ურთიერთობების "გადატვირთვის" შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა. " დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული. ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არის გაჯერებული ტყულით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული და არანაირ რეალობას არ შეიცავს. ასევე ძალიან მძიმეა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობდით, მისი მიღების აუცილებლობა ზუსტად მსგავსი ფაქტებიდან გამომდინარეობდა. ერთი მხრივ, გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს საქართველოს მეგობრები ვართო, მეორე ხელით კი სახელმწიფო გადატრიალებებს, რევოლუციებს, ექსტრემიზმის, მოძალადეების წახალისებას ეწეოდნენ. ეს არც მეგობრობაში ჯდება, არც პარტნიორობაში", - ამბობს კალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)