|
2025-11-06 17:44:58, 929 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: რაც არ უნდა გააკეთოს ოცნებამ, სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავს
ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას და პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავს. მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება. "მინდა მივმართო, რომ საქართველოში, რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ მაგის და ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა კანონიერ ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, სამართალი, გავაგრძლებთ ამ ბრძოლას და ასეთ აბსურდებს არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. [...] აქ რაც წერია, აბსურდია - ვერანაირი კავშირი ამ ბოდვას და იმას შორის, თუ რატომ მომიყვანეს აქ, ვერ ვხედავ. ეს არის მცდელობა იმის, რომ რაღაც საფუძველი შექმნან ჩვენი პარტიის აკრძალვის და რაღაც ჭირდებათ და ეს არის პიარული კამპანია, რადგან ეს არის ყველაფერი სიყალბე, რაც აქ წერია. პოლიტიკას და მართალ სიტყვას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება ვერ გააჩერებს", - ამბობს ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)