|
2025-11-06 14:15:12, 627 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პრემიერი - ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია
ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა", „ახალი", ისე „ლელო" და გახარია, - ამის შესახებბიძინა ივანიშვილის პარტიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა. მისი თქმით, ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართულები უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. „ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან. ყველაფერი არის ერთი დიდი სპეცოპერაცია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 2020 და 2024 წლის საბოტაჟი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა", „ახალი", ისე „ლელო" და გახარია. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი. ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართულები უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", - განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)