|
2025-11-05 20:40:57, 834 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: ევროკავშირის შეფასება ქართული ოცნებისთვის სამარცხვინო განაჩენია
ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ,,ქართული ოცნებისთვის'', რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე პრაქტიკულად გაანადგურა , - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელსაც „დროას“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისტორია გვასწავლის, რომ ევროპის კარი მუდმივად ღია ვერ იქნება საქართველოსთვის. „ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, ვისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის ვერ იქნება მუდმივად ღია. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას შევძლებთ მხოლოდ დიდი ძალისხმევით. ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ ჩვენთვის, რომ ჩვენ ის რუსებს ჩავაბაროთ. ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!“, - ნათქვამია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)