09:44 - 22 Oct, 2026
|
2025-11-05 19:00:35, 831 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ნინია კაკაბაძის დაკავების გამო განგაშის სიგნალი ჩართო
ევროპის საბჭოს „ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ“ „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავების გამო განგაშის სიგნალი ჩართო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინია კაკაბაძეს საავტომობილო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება, თუმცა კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. „ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა“ წერს, რომ ნინია კაკაბაძე აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას და სხვადასხვა წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ეკეთა პრესბარათიც. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 24 ოქტომბერს პოლიციამ ასევე რამდენიმე საათით დააკავა „პუბლიკის“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი მგალობლიშვილი). SJP ელის, რომ ნინია კაკაბაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)