|
2025-11-04 14:16:03, 513 ნახვა
პოლიტიკა
"ტერორი საქართველოში" - სალომე ზურაბიშვილი აფგან სადიგოვის ჯარიმებს პოსტით ეხმაურება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯარიმებს განცხადებით ეხმაურება. "ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები! აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ესწრება, ჯამში, 100 000 დოლარით დაჯარიმდა ახალი კანონის 55 დარღვევისთვის, რომელიც მომიტინგეებს ქუჩების გადაკეტვას უკრძალავს", - წერს სალომე ზურაბიშვილი. თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფაგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს. შეგახსენებთ, 2025 წლის 23 ოქტომბერს სასამართლომ აფგან სადიგოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო – მას ბრალად ედებოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. გადაწყვეტილებით, სადიგოვს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხვალ, 5 ნოემბერს, საღამოს 19:20-ზე უნდა გათავისუფლდეს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადიგოვი იმავე მიზეზით დამატებით 55-ჯერ დააჯარიმა 5 000- 5 000 ლარით. ცენტრის განმარტებით, ეს ჯარიმები მას 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში ერიცხებოდა, თუმცა აღნიშნულზე სადიგოვისთვის არავის ჰქონია შეტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)