12:27 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-03 21:50:34, 728 ნახვა

საზოგადოება
პირადობის მოწმობების განახლება, რომელიც ძალაში დღეს უნდა შესულიყო, მეოთხედაც გადავადდა

პირადობის მოწმობების განახლება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 22 დეკემბრამდე გადავადდა. განახლებული ID ბარათების გაცემა 3 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31 ოქტომბრის დადგენილებიდან ხდება ცნობილი.

მოქალაქეები ახალ პირადობის მოწმობას, პასპორტს და დიპლომატიურ პასპორტს განახლებული დიზაინით პირვანდელი რედაქციით 1-ელ ივნისს უნდა აეღოთ. შემდეგ ვადამ 1-ელ აგვისტომდე გადაიწია, შემდეგ 2 თვით 2 ოქტომბრამდე. საბოლოო რედაქციით გარდა პირადობისა, სხვა დოკუმენტების გაცემა ნამდვილად ოქტომბერში დაიწყო, თუმცა პირადობის მოწმობების განახლების ვადად ნოემბრის დასაწყისი განისაზღვრა.

"ოცნების" მინისტრის ბრძანების თანახმად, მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს მათი დაშლა ან გაყალბება. მაგალითად, ობიექტის დანაწევრება მცირე კომპონენტებად. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მანიპულაცია უნდა იყოს ადვილად აღმოსაჩენი.

ახალი დიზაინის ID ბარათზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით (ერთ ფერში) და საქართველოს სახელმწიფო დროშა.

განახლებული პირადობის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

სახელს, გვარს, სქესს, მოქალაქეობას, დაბადების თარიღსა და ადგილს, პირად ნომერს, ფოტოსურათს, პირადი ხელმოწერის ნიმუშს, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას, გაცემისა და მოქმედების ვადებს, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატსა და დახურულ გასაღებს, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას შესაბამისი სერტიფიკატით, მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number) და QR კოდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დოკუმენტის ან პირის სტატუსის (მაგალითად, დევნილი, სტუდენტი და სხვ.) გადამოწმება.

მიუხედავად გადავადებისა, ახალი პირადობის მოწმობის საფასური უცვლელი რჩება. 66 ლარი, რაც მოიცავს ფოტოსურათისა და საბანკო მომსახურების ღირებულებასაც.

რაც შეეხება ძველი დიზაინის მოწმობებს, ისინი ბარათზე მითითებული ვადის ამოწურვამდე ძალაში დარჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics