|
2025-11-03 13:23:50, 1194 ნახვა
ეკონომიკა
ფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი ახალგაზრდების შესაძლებლობების მხარდაჭერას და ხელოვნების სფეროში ახალი ტალანტების აღმოჩენას აგრძელებს. ბანკი ფესტივალ „ნიკო მაღლივის“ პარტნიორია. ის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ხედვა ურბანულ ხელოვნებაში გარდაქმნან. ფესტივალის მიზანი ახალბედა ხელოვანების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი ენერგიის ქალაქის ქუჩებთან დაკავშირებაა. პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ხელს უწყობს იმ მოძრაობის განვითარებას, რომელიც ქალაქის ქუჩებს ახალ სიცოცხლეს სძენს. „ნიკო“ მოძრაობაა, რომელიც უკვე ხუთი წელია არაერთ ცნობილ ქართველ და უცხოელ ქუჩის არტისტებს აერთიანებს, მათ შორის: Dante Mdante-ს, მაშოლენდს, მუსია ქებურიას, TAMOONZ-ს და სხვა. ამ მოძრაობის ფარგლებში გაჩნდა „ნიკო მაღლივის“ ფესტივალის იდეაც, რომელიც 2019 წლიდან დღემდე თბილისის ურბანულ გარემოს არაერთი გამორჩეული ქუჩის ტილოთი ამდიდრებს. ფესტივალი თსუ-სთან თანამშრომლობით ხორციელდება და მის ფარგლებში მაღლივის ბიბლიოთეკის გარე ფასადი (750 კვ.მ ტერიტორია) ახალგაზრდა ქუჩის არტისტების ნამუშევრებით მოიხატება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდა ხელოვანს, რომელსაც მონუმენტური მხატვრობა აინტერესებს. შესარჩევ ეტაპზე ხელოვანმა უნდა წარადგინოს ესკიზი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში კედლის ტილოდ აქცევს. ფესტივალის ისტორიაში პირველად, წლევანდელი მონაწილეები სპეციალურ სასწავლო მოდულს გაივლიან. ახალბედა არტისტებს ესკიზების დახვეწასა და სივრცეზე მორგებაში ხელოვნების ისტორიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი სოფიო კოლხიდაშვილი დაეხმარება, ხოლო მენტორობას პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, ცნობილი არტისტი პაბლო (გიორგი კალანდარიშვილი) გაუწევს. ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:
იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ფესტივალის მიმდინარეობა - ვორქშოფები, ხატვის პროცესი და შეხვედრები აქტიურად გაშუქდება სოციალურ ქსელებში. ამიტომ, თვალი ადევნეთ ნიკოს ოფიციალურ გვერდებს Facebook-სა და Instagram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)