01:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 15:07:35, 860 ნახვა

პოლიტიკა
ევრონესტის რეზოლუციაში ოცნება რეჟიმადაა მოხსენებული, მოწოდებაა პოლიტპატიმრების გათავისუფლების

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა.

ამ კონტექსტში, რეზოლუციაში საუბარია - "2024 წლის 26 ოქტომბერს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადებაზე, შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების განხორციელებაზე".

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო საუკეთესო მაგალითია იმის, თუ როგორ ცდილობს რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში დომინირებას - "იქ, სადაც სამხედრო გზით არ ერევა".

რეზოლუციის თანახმად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს ქართული ოცნების რეჟიმის სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე.

ასევე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს 2024 წლის 26 ოქტომბერს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ასამბლეის შეფასებით, "არღვევდა დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს, შესაბამისად კი, ასამბლეა არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას".

რეზოლუციაში საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზეც და ხაზგასმულია, რომ მკაცრად გმობენ მშვიდობიანი პროტესტის სასტიკ ჩახშობას - მოქალაქების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაკავებებს, ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემურ დარღვევებს.

ასევე, მოწოდებაა ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის სახაროვის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.

ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროპულ ინტეგრაციასა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე - აღნიშნავს, რომ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ, ფაქტობრივად, საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

რეზოლუციაში საუბარია ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის ინიციატივაზეც და ხაზგასმულია, რომ ეს დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ მოქმედებას.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, რათა შეაჩერონ იგი მიზნობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ავტორიტარული ვარდნისთვის - უვიზო რეჟიმის კონტექსტში პასუხისმგებლობას სრულად ქართულ ოცნებას აკისრებს. 

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს EU-ის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ მედიას ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, გაზარდონ მხარდაჭერა და გააძლიერონ დამოუკიდებელი მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics