|
2025-10-30 14:49:38, 1282 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატი დაიწყო – საპრიზო ფონდია $20,000
გალტ & თაგარტი საფონდო ბირჟებზე ინვესტირებით დაინტერესებული მომხმარებლების წახალისებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, თრეიდინგის ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო. გალტ & თაგარტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმა GTtrader.ge-ზე მონაწილეები უკვე რეალურ საბაზრო პროცესებში ჩაერთნენ და საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე საკუთარი სტრატეგიების გამოცდაც დაიწყეს. ჩემპიონატი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება და მისი მთავარი გამოწვევა ყველაზე მაღალი პროცენტული მოგების მიღწევაა. მონაწილეები მინიმუმ $500-ის საწყისი კაპიტალით ასპარეზობენ. ყოველდღიურად განახლებადი ლიდერბორდის საშუალებით კი საკუთარ შედეგებს თვალს ადევნებენ. საპრიზო ფონდი ჯამში $20,000-ია, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება:
„თრეიდინგის ჩემპიონატი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვისაც სურს, საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე საკუთარი სტრატეგიები გამოცადოს. GTtrader.ge კი არის პლატფორმა, რომელიც სრულად მორგებულია ინვესტორების საჭიროებებზე და მონაწილეებს ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის რეალურ გამოცდილებას აძლევს. მოხარული ვართ, რომ ჩემპიონატის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, ჩვენ მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მომხმარებლებს,” – აცხადებს დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი. ჩემპიონატის მიმდინარეობასა და შედეგებზე თვალის მისადევნებლად ეწვიეთ GTtrader.ge-ს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)