21:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 18:28:21, 605 ნახვა

სამართალი
ფატუ ბენსუდა: ჩემს ოფისს იმედი აქვს, რომ ჩვენთან კონფლიქტის ყველა მხარე ითანამშრომლებს

გასული წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა ჩემ ოფისს, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დაკავშირებულ საქმეებზე შიდა გამოძიების შემდგომი პროგრესის პერსპექტივა აღარ არის", - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ გამოცემა The Guardian-თან საუბარში განაცხადა.

სტატია სათაურით: "რუსეთ-საქართველოს ომი: რატომ დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულის გამოძიება" გამოქვეყნდა.

როგორც ფატუ ბენსუდა სტატიაში წერს, 2008 წელს, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის მშვიდობისმყოფელები, ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

ფატუ ბენსუდა ასევე აღნიშნავს, რომ ქართული და რუსული მხარეები გამოძიებას ატარებდნენ, თუმცა საქართველოში ეს პროცესი "სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების არასტაბილური ვითარების გამო" შეჩერებულია.

ბენსუდას თქმით, ამის შემდეგ მან მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს საკუთარი გამოძიების ჩატარების თხოვნით.

"ჩემ ოფისს იმედი აქვს, რომ კონფლიქტის ყველა მხარე ითანამშრომლებს ჩვენთან", - წერს ფატუ ბენსუდა.

ამ ეტაპზე დაიწყება მტკიცებულებების შეგროვება სხვადასხვა წყაროდან, ხოლო ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება მომდევნო ეტაპზე განხორციელდება.

"თუ მოპოვებული მტკიცებულებები მოგვცემს გონივრულ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პირმა ჩაიდინა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაშინ გადავალთ შემდეგ ეტაპზე - მივმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გასცეს დაკავების ორდერი ან გამოსცეს ბრძანება სასამართლოში გამოცხადების შესახებ", - წერს ბენსუდა.

ფატუ ბენსუდა საქართველოში ვიზიტს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ შეხვედრებს წარმატებულს უწოდებს და წერს, რომ ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

შეგახსენებ, რომ გამოძიება არის დამოუკიდებელი იურიდიული პროცესი და არ არის ვინმეზე გამიზნული, არ ეხება გეოპოლიტიკას ან პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას, "სამხრეთ ოსეთის" სტატუსის განსაზღვრას, ან ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics