03:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 18:58:42, 851 ნახვა

პოლიტიკა
ლუის გრაჩა პარტიების აკრძალვაზე: შემაშფოთებელია, მეტ პოლარიზაციას უზრუნველყოფს

ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელზე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმ შესაძლო შედეგების გამო, "რომელიც მსგავსმა პროცესებმა პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული ცხოვრებისთვის შეიძლება გამოიწვიოს".

"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ამ პროცესების შესაძლო შედეგებით. ნებისმიერ პირს, რომელმაც კანონი ან კონსტიტუცია დაარღვია, ყოველგვარი კითხვის გარეშე, სამართლიანი და გამჭვირვალე წესით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. თუმცა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის ხარისხის შესახებ", - აცხადებს ის.

განცხადებაში ის იხსენებს 2025 წლის ივლისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას, სადაც გამოხატული იყო ღრმა შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო, ასევე, სადაც მოწოდება იყო ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ.

ლუის გრაჩა იმედოვნებს, რომ ყველა ჩართული მხარე მსგავსი ქმედებების ფართო გავლენას ყურადღებით განიხილავს და მოძებნის გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნულ დიალოგსა და დემოკრატიულ სტაბილურობას გააძლიერებს".

"გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური აქტორების პროცესებიდან გარიცხვას გამოიწვევს, საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას უზრუნველყოფს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობას დაასუსტებს", - აღნიშნავს ის.

ლუის გრაჩა იმედს გამოთქვამს, რომ "საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მოძებნიან გზას, რომელიც ინკლუზიურობასა და დიალოგს ხელს შეუწყობს".

"როგორც პარლამენტარს, მჯერა, რომ სტაბილურობისა და რეფორმების საფუძველი ჩართულობა და თანამშრომლობაა, და არა გარიცხვა. ჩვენი ასამბლეა გააგრძელებს დიალოგისა და შერიგების გზების ხელშეწყობას და მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად, ინკლუზიურობასა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას აძლიერებს', - აღნიშნავს ის.

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ.

ეს პარტიებია:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ცვლილებისთვის - შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე
  • ძლიერი საქართველო - ლელო




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics