|
2025-10-29 18:32:13, 688 ნახვა
პოლიტიკა
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს ₾300 000-იანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დავით ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელიც მოწმობაც. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა. პროკურატურის თანახმად, დავით ტაბიძემ, რომელსაც ლაგი კაპიტალის მიერ განსახორციებელი პროექტების ზედამხედველობა უნდა მოეხდინა, კომპანიას ავანსის სახით 1 200 000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა მაშინ, როცა ზოგ შემთხვევაში საბავშვო ბაღების სამშენებლო პროექტები არ არსებობდა. პროკურატურის განცხადებით, ამის შედეგად ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელები 9 365 000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ, ხოლო არ აუშენებიათ პროექტით გათვალისწინებული 22 ბაღი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)