|
2025-10-29 15:49:14, 2536 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: 2012 წლამდე, კონკრეტული პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს
„ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და 1 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჟღერდებოდა“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ამით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, სამი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მოთხოვნით, მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე. მისი თქმით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და დღესაც ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ. „საუბარია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს და გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, უგულებელყოფენ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას და ძირს უთხრიან, ზოგადად, სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. როდესაც შენ იმართები გარედან, ასრულებ გარე მითითებებს, საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი და ამ ქვეყნის მომავალი, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ვერ იქნება ქვეყანაში. ჟურნალისტის შეკითხვაზე - პარტიების აკრძალვის შემდეგ ვადამდელი არჩევნების გზით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება. „2028 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და თუ რა მიზანი ექნება „ქართულ ოცნებას“, საზოგადოება გაიგებს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, გამჭვირვალედ ვიქცევით და ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. დღეს ქვეყანა არის გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს გაეცეს ღირსეული პასუხი,"- განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ის ზოგიერთი ევროპარლამენტარის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ორმაგი სტანდარტების მატარებლები არიან.
„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის მაგალითია. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვადასხვა ქვეყანა, სადაც მოხდა პარტიების გაუქმება. საერთოდ არ არის საინტერესო ევროპარლამენტარები, ორმაგი სტანდარტების პრინციპებია. მე არ მომისმენია არცერთი განცხადება, როდესაც, მაგალითად, მოლდოვის არჩევნების წინ ტელევიზიები, ოპოზიციური პარტიები გააუქმეს, არ მომისმენია განცხადება, როდესაც უკრაინაში პოლიტიკური პარტიები გააუქმეს. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია - რაც მათ აწყობთ ის, ყველაფერი მისაღებია, რაც მათთვის არ არის საინტერესო, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც, ძირითადად, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუესა და ტყუილზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)