|
2025-10-28 11:12:07, 797 ნახვა
პოლიტიკა
ნარკოტიკის უკანონო-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 142 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ბიო. პოლიციის მიერ, ასევე, ლ.ხ.-ს მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)