|
2025-10-23 23:52:02, 956 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების მთავრობა განათლების საერთაშორისო ცენტრს ხურავს
ქართული ოცნების მთავრობამ განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია და 21 ოქტომბრით თარიღდება. დადგენილების თანახმად, ცენტრის ლიკვიდაციისთვის უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც პროცესს წლის ბოლომდე - 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაასრულებს. ასევე, დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ - ქართული ოცნების განათლების სამინისტრო განისაზღვრება. განათლების საერთაშორისო ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც 2014 წელს დააარსდა. მისი მთავარი მიზანი იყო - სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებისა და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებისთვის. კერძოდ, განათლების საერთაშორისო ცენტრი მოქალაქეებს აძლევდა შესაძლებლობას, გრანტებითა და სტიპენდიებით მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებში ესწავლათ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)