|
2025-10-20 18:11:47, 1007 ნახვა
პოლიტიკა
ექიმი პატიმრის დაზიანებაზე მისი თანხმობის გარეშეც აცნობებს შესაბამის ორგანოს - ომბუდსმენი
ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის მოთხოვნა პატიმართა დაზიანების აღრიცხვის ახალ წესთან დაკავშირებით. ცვლილების თანახმად, პატიმრის თანხმობის გარეშეც შეიძლება ექიმმა დაათვალიეროს პაციენტი და აცნობოს შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირს შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. "საქართველოს სახალხო დამცველმა 2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით , რომელშიც სადავოდ გახადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანება - „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“. კერძოდ, სადავო წესის მიხედვით, ექიმის მიერ პატიმრის ხილული დაზიანებების აღრიცხვისა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის მისამართად, სავალდებულო წინაპირობას სამედიცინო შემოწმებაზე პაციენტის თანხმობა წარმოადგენდა. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის N1096 ბრძანებით ცვლილებები განხორციელდა N1748 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებულია სახალხო დამცველის მოთხოვნა - პატიმრის თანხმობის არარსებობის შემთხვევაშიც, ექიმმა პაციენტის გარეგნული დათვალიერების საფუძველზე შეადგინოს ცნობა და აცნობოს შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირს შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ." - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)