|
2025-10-20 14:01:51, 950 ნახვა
პოლიტიკა
მედიის ადვოკატირების კოალიცია: ქეთა ციცქიშვილის დაკავება მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი შემთხვევაა
მედიის ადვოკატირების კოალიცია ფორმულას ჟურნალისტის და ტელეწამყვანის ქეთა ციცქიშვილის დაკავებას განცხადებით ეხმაურება. კოალიცია აცხადებს, რომ ქეთა ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის კიდევ ერთ შემთხვევას წარმოადგენს. "ქართული ოცნების მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლნი გახდნენ. კოალიცია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნის შეწყვეტას", - ნათქვამია განცხადებაში. ქართული ოცნების პოლიციამ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დღეს, 20 ოქტომბერს დააკავა. დაკავებულია ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია, მას გზის გადაკეტვის საბაბით 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)