|
2025-10-20 11:35:04, 910 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე: ნაცვლად იმისა, ასრულებდეს ხიდის როლს, მან აირჩია კედლის როლი
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის გერმანიის ელჩს. მას იმედი აქვს, რომ გერმანიის მხრიდან ელჩის პიტერ ფიშერის კონსულტაციისთვის გაწვევა გერმანიის მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების "გადატვირთვის სიგნალია". "ჩვენ ვფიქრობთ მაინც, რომ როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხარო არის. ვხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ვხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი - 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე, ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის უნდა იყოს", - თქვა პიტერ ფიშერმა. 19 ოქტომბერს გერმანიამ საქართველოდან ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციისთვის გაიწვია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ თავს ესხმის ევროკავშირს, გერმანიასა და ელჩს, ამიტომ გახდა საჭირო ელჩის დროებით გაწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)