|
2025-10-20 10:41:48, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს თავმჯდომარე - საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს
"საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს" - ამის შესახებ განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯფომარემ ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა, ელინა ვალტონენმა. ვალტონენი ეუთოს თავმჯდომარის რანგში საქართველოში წინა კვირას იმყოფებოდა. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა და მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადა. ამას მოჰყვა ოცნების მხრიდან ვალტონენის კრიტიკა. "გზის გადაკეტვისთვის" ის 5 000 ლარითაც დააჯარიმეს. იქამდე კი კობახიძის განცხადება გავრცელდა, რომ "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის" გამო, ვალტონენს აღარ შეხვდებოდა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააუქმა, გრაფიკის ცვლილების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)